RSL16 PRO სერია გვთავაზობს გამორჩეულ სიმძლავრეს ინტენსიური დასაწყობებისა და ტრანსპორტირებისთვის. 1600 კგ ტვირთამწეობით, მძლავრი 24V/205Ah Li-ion აკუმულატორითა და ელექტრონული მართვის სისტემით, ეს მოდელი ეფექტურობის, კომფორტისა და უსაფრთხოების იდეალურ კომბინაციას წარმოადგენს.
ძირითადი მახასიათებლები:
იძლევა ორდონიანი დასაწყობების (double decking) შესაძლებლობას და უზრუნველყოფს რბილ გადაადგილებას უსწორმასწორო ზედაპირზე. ტვირთის აწევა-ჩამოწევის სიზუსტე და სისწრაფე. დასაკეცი პლატფორმის წყალობით, ოპერატორს შეუძლია იმუშაოს როგორც ფეხით მოსიარულე, ისე მგზავრზე მორგებულ რეჟიმში.
გამოყენების სფერო
RSL161 შექმნილია დიდი საწყობების, ლოჯისტიკური ცენტრებისა და სამრეწველო ობიექტებისთვის. ის იდეალურია საშუალო და შორ დისტანციებზე ტვირთის გადასაზიდად. თავისუფლად მანევრირებს ვიწრო დერეფნებში. ამორტიზირებული პლატფორმა და საჭის გამაძლიერებელი ამცირებს ოპერატორის დაღლილობას. სტვირთის აწევა 5.5 მეტრამდე.
რატომ უნდა აირჩიოთ RSL16 PRO?
გადაადგილების სიჩქარე 11 კმ/სთ-მდე და დახრილ ზედაპირზე ასვლის მაღალი უნარი (16%-მდე). ჭკვიანი ტექნოლოგია, ფერადი დისპლეი მუშაობის რეჟიმების სელექტორით და სიჩქარის ავტომატური შემცირება მოსახვევებში, Li-ioN ნულოვანი მომსახურების ხარჯი და სწრაფი, ე.წ. “შუალედური” დამუხტვის შესაძლებლობა. ეს არის სიმძლავრის, უსაფრთხოებისა და მოწინავე ერგონომიკის ერთობლიობა, რომელიც ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ინდუსტრიაში.







